logo
ENG



სეს: "დონ ჩიჩოს" შაურმით 7 ადამიანი მოიწამლა

15 მარ 202420:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/15/0h3mm4b7brq1k3s.jpeg

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, "დონ ჩიჩოს" შაურმით 7 ადამიანი მოიწამლა.

უწყების ცნობით, მოწამვლა შაურმაში არსებულმა აერობულმა მიკროორგანიზმებმა გამოიწვია.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევის შესახებ.

შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „დონ ჩიჩო 2007“, ს/ 405668004; მის: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას N59) სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელეს. საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე კი გაიცა მითითებები გონივრული ვადის გათვალისწინებით", - წერია განცხადებაში.

სეს ასევე იტყობინება, რომ ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღეს სხვადასხვა სახის სურსათის ნიმუშებიც.

"ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები, კერძოდ: ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატიურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით; ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.


close დახურვა